პრიმერას 21-ე სათამაშო დღის მატჩში, ”ვილიარეალსა” და ”ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა.
– ხერარდ პიკემ, რომლის დებიუტი პრიმერაში 2008 წლის 13 სექტემბერს, ”რასინგთან” შედგა მე-100 შეხვედრა გამართა. მისი შედეგი შესანიშნავია – 77 გამარჯვება, 19 ფრე და 4 მარცხი.
– სარეზერვო გუნდის ფეხბურთელს, კრისტიან ტელიოს პრიმერაში ”ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.
– ეს სეზონის მე-6 ფრე იყო, საიდანაც 5 გასვლით შეხვედრებში დაფიქსირდა. გვარდიოლამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: ”ჩვენ ძალიან ბევრ ფრეს ვთამაშობთ მაშინ, როცა გამარჯვებას ვიმსახურებთ”.
– ”ბარსას” ბურთის ფლობამ 66% შეადგინა. კატალონიელებმა კარისკენ 10-ჯერ დაარტყეს. ”ბლაუგრანელების” წინააღმდეგ თამაშის წესი 22-ჯერ დაირღვა.



