მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ვილიარეალი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ვილიარეალი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

ხოსეპ გვარდიოლამ როგორც ყოველთვის გუნდი ახლაც დაიცვა მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა მატჩი ვერ მოიგო და განაცხადა, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.

”ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ეს მატჩი მოგვეგო. მერჩივნა ეს ტური ”რეალთან” 5 ქულიანი ჩამორჩენით დაგვესრულებინა და არა 7 ქულიანით. ჩვენ ხშირად არ ვთამაშობთ ფრეს და უმეტესს შემთხვევაში გამარჯვებას ვიმსახურებთ, ისევე როგორც ამ შეხვედრაში. არ დაგავიწყდეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ყველაზე რთულ მეტოქეს ვეთამაშეთ”.

”წინ კიდევ 18 შეხვედრაა. მიუხედავად იმისა, რომ ”რეალი” ძალიან ძლიერი გუნდია ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიფიქროთ სეზონის ბოლოზე. ამჟამად კი მთელი ყურადღება სამეფო თასის 1/2 ფინალზე უნდა გადავიტანოთ. ჩვენ გოლის გატანის შანსები გვქონდა, თუმცა პირველი ტაიმის შუაში ჩვენი ტემპი დაეცა. ”ვილიარეალს” ნახევარდაცვაში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში