”ბარსელონა” არ აიძულებს ესპანეთის კომიტეტს დასაჯოს პეპე სამეფო თასის 1/4 ფინალურ მატჩში, ხელზე განზრახ ფეხის დაბიჯების გამო. კატალონიელებს არგუმენტად მოჰყვათ ის, რომ ”საზოგადოებამ უკვე დასაჯა პეპე”.
”ბარსელონას” წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ ოფიციალური კომენტარი გააკეთა: ”ჩვენ არ გვსურს იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც ჩვენი პრინციპული მიზანი არ არის. ყველაფერი ცხადია, თუ რა მოხდა სათამაშო მოედანზე. ასეთი საქციელი უკვე დაგმო საზოგადოებამ. აქ მხოლოდ ოფიციალური სასჯალი არ იქნა გამოტანილი. ჩვენ ამ პროცესის ნაწილი არ ვართ. მსაჯს ასეთი მომენტების შემჩნევა შეუძლია ან არ შეუძლია, მაგრამ არსებობს ვიდეოგამეორება, არსებობს კომიტეტი, რომელმაც ასეთი საკითხები უნდა მოაგვაროს. ჩვენ ფაქტიურად არავინ ვართ, მხოლოდ მსხვერპლი. ამ ფაქტებზე უნდა იმოქმედონ იმათ, ვისაც ამის უფლება აქვს. პეპეს საქციელი დასაგმობია, თუმცა ჩვენ არ უნდა ვუთხრათ მეტოქეს, თუ რა უნდა გააკეთოს მან”.
