ყველას აინტერესებს, თუ როგორი ტაქტიკით ითამაშა საბოლოო ჯამში ბარსელონამ ან “რეალმა”, მართალია ყველამ მივადევნეთ თვალი მატჩს, მაგრამ ვერ დავაფიქსირეთ ზუსტი განლაგება ფეხბურთელებისა, ვერ დავაფიქსირეთ, თუ სად ითამაშა საბოლოო ჯამში ფრანცესკ ფაბრეგასმა გამთამაშებლად თუ ცენტრფორვარდათ, სად იყო მესი, რომელიც არცთუ შესამჩნევი გახლდათ მეორე გოლამდე, ამიტომაც გთავაზობთ ტაქტიკურ განხილვას პირველი და მეორე ტაიმისა.

ეს პირველი ტაიმის განლაგებაა. როგორც ხედავთ “ბარსელონას” მცვლები საკმაოდ მაღლა არიან აწეულნი, ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ “ბარსელონა” ბურთით დომინირებს და დროის 70 % – ს შეტევაში ატარებს. პიკე და პუიოლი ცენტრალური მცველები არიან, რომლებიც ბურთის გორაობით არიან დაკავებულნი ძირითადად. რაც შეეხებათ განაპირა მცველებს, ალვეში უფრო წინ დგას ვიდრე აბიდალი, შესაბამისად ბრაზილიელი უფრო ხშირად ერთვებოდა შეტევებში ვიდრე ფრანგი, მაგრამ ფრანგის ერთი ჩართვა შეტევაში საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ “ბარსელონას” გაემარჯვა.
რაც შეეხება სერხიო ბუსკეტსს, იგი მცველებს წინ დგას და ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს ცენტრალურ ნახევარმცველებს იმ ზღუდის გადალახვაში, რომელიც მადრიდელებმა აღმართეს. ჩავი, ყოველთვის ყველაზე უკან დგას ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის და გუშინაც ასე იყო, იგი დაკავებული იყო ბურთის გორაობით და შემტევების პასებით მომარაგებით. ყველაზე აქტუალურია ფაბრეგასის პოზიცია, რომელიც ამ სურათზე ცენტრში გვევლინება, მაგრამ ჩანს, რომ მას ორი ისარი აქვს მიხატული მარჯვნივ და მარცხნივ, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ცესკი ცენტრში არ ჩერდებოდა და ფლანგებსაც ხშირად სტუმრობდა.
ანდრეს ინიესტა მარცხენა ფლანგზეა, როგორც ხედავთ მას არც მესი, არც სანჩესი და არც ცესკი არ ეხმარება. იგი სრულიად ეულია, მაგრამ თავის საქმეს მშვენივრად ართმევს თავს და ალტინტოპსაც ხშირად თაუბროს ახვევს.
ლეო მესი კი პლეიმეიკერის პოზიციას იკავებს, მაგრამ უფრო მარჯვნივ დგას ვიდრე მარცხნივ. გვარდიოლას ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო, გაეძლიერებინა ზეწოლა მარჯვენა ფლანგზე და საჭიროების შემთხვევაში ანდრეს ინიესტა თავს დაესხმებოდა საპირისპირო ფლანგიდან. როგორც ხედავთ ალექსის სანჩესი ერთადერთი ცენტრფორვარდია, მაგრამ ისიც ხშირ შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა.
“ბარსელონას” ტაქტიკა თუკი ალვეშს მცველად ჩავთვლით 4–3–3 გამოდის, მაგრამ თუკი ბრაზილიელს ნახევარმცველად მოვიხსნიებთ კარგად ნაცნობი 3–4–3 წარმოგვიდგება თვალწინ.
რაც შეეხება “რეალის” ტაქტიკას, “რეალის” ტაქტიკა 4–3–3 უნდა ყოფილიყო, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც ათივე მადრიდელი საკუთარ კართან ახლოს იდგა და თავს იცავდა. რაც შეეხება ჩამშლელებს “რეალს” 3 ჩამშლელი ყავდა, დიარა, ალონსო და პეპე. პეპე და დიარა დაკავებულნი იყვნენ მესის განეიტრალებით, თუ ეს არ გამოსდიოდათ, შემდეგ რაიმე ბინძური ხერხებით. აღსანიშნავია, რომ კრისტიანო რონალდუმ მატჩის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჩამოირბინა თავის ფლანგზე და მცველებს დაეხმარა. მეორე ტაიმში ტაქტიკა ოდნავ შეიცვალა.

მეორე ტაიმის ცვლილებები ძირითადად “რეალს” შეეხო. ფლანგი შეიცვლა კრისტიანუ როანლდუმ, მის ადგილას ხოსე კალეხონი დადგა, მოედანზე შემოვიდა მესუთ იოზილი იგუაინის ნაცვლად და პლეიმეიკერის პოზცია დაიკავა, ის პოზიცია, რომელიც პირველ ტაიმში არ ქონდა მადრიდს. გერმანელი (?) იგუაინის ნაცვლად შემოვიდა. კარიმ ბენზემა კი ცენტრფორვარდად გადაიქცა. რაც შეეხება პეპეს, პეპემ მოედანზე ყველაფერი მოასწრო, სიმულაციაც, უხეშობაც, ბინძური საქმის გაკეთებაც და აღსანიშნავია, რომ გადაურჩა მთავარ არბიტრს გაძევებისგან. იგი მოედანზე გრანერომ
ჩაანაცვლა, მაგრამ ამას არაფერი განსაკუთრებული არ მოჰყოლია.
“ბარსელონას” ტაქტიკა, მეორე ტაიმში არ შეცვლილა, კატალონიელები ჩვეულ სტილში აგრძელებდნენ თამაშს და მატჩიც ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანეს.



