არგენტინის ეროვნულ ნაკრებს პირველი მატჩის ჩატარება 12 ივნისს იოჰანესბურგში ნიგერიის წინააღმდეგ მოუწევს. ყველასთვის ცნობილია, რომ კარგი სტარტი ჩემპიონატზე წარმატების საწინდარია. მნიშვნელოვანი იქნება სახმრეთ ამერიკელებისათვის პირველივე მატჩში ნიგერიელების დამაჯერებლად დამარცხება. მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას არგენტინელები, საფიქრალია. ნიგერია აფრიკის გუნდია. ნიგერიელები მსოფლიოს ფიზიკურად უმაღლეს დონეზე მომზადებულნი ხვდებიან. შემადგენლობის მიხედვით ნიგერია დიდ ძალას წარმოადგენს, მათთან თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც აარიან: მარტინსი, უჩე, იაკუბო. არგენელებისათვის მნიშვნელოვანია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა, ეს მარადონას გუნდისათვის უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის და შედარებით უფრო სუსტ მეტოქეებთან შეხვედრის გამო იქნება კარგი. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიგერია ამჟამინდელი მწვრთნელის ხელში კარგად გამოიყურება. ნიგერიამ შესარჩევი ეტაპის 10 შეხვედრაში არც ერთი მარცხი არ იწვნია, ეს ფაქტი ნამდვილად აღნიშვნის ღირსია.
01/06/08 Nigeria 2:0 Sudáfrica
07/06/08 Sierra Leona 0:1 Nigeria
15/06/08 Guinea Ecuatorial 0:1 Nigeria
21/06/08 Nigeria 2:0 Guinea Ecuatorial
06/09/08 Sudáfrica 0:1 Nigeria
11/10/08 Nigeria 4:1 Sierra Leona
29/03/09 Mozambique 0:0 Nigeria
07/06/09 Nigeria 3:0 Kenia
20/06/09 Túnez 0:0 Nigeria
06/09/09 Nigeria 2:2 Túnez
11/10/09 Nigeria 1:0 Mozambique
14/11/09 Kenia 2:3 Nigeria
აღსანიშნავია, რომდიეგო არმანდო მარადონა არგენტინელთა სტილს (3–4–3 ტაქტიკა) ბოლო მატჩებში ღალატობს. მატჩი გერმანიასთან და კანადასთან მარადონამ გუნდი 4–4–2 სისტემით ათამაშა და უნდა ითქვას, რომ ამით მისმა გუნდმა სარგებელი ნახა, როგორც თამაშის მხრივ ისე შედეგის. მარადონა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამოუცნობი ადამიანია, მისგან მოსალოდნელი ყველაფერია. წინა თვეში პრესკონფერენციებზე აცხადებდა, რომ მის გუნდში ადგილი მხოლოდ და მხოლოდ მესის აქვს გარანტირებული. ამ თვეში სიტუაცია სხვაგვარად არის. არგენტინულ რადიოში “ფეხბურთის “ღმერთმა” განაცხადა, რომ იგი გუნდს აუცილებლად სამი შემტევით ათამაშებს, მან სავარაუდო სიაც დაასახელა ფეხბურთელებისა. მარადონასთვის პირველი პრიორიტეტი შეტევაა, მას არ სურს ზოგ–ზოგიერთი ნაკრებისავით მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშზე ორიენტირებულმა ითამაშოს. “ფეხბურთი ეს – ხელოვნებაა, ფეხბურთი და შეტევითი თამაში ერთმანეთთან ასოცირდება” – სწორედ ეს სიტყვები განაცხადა, დონ დიეგომ არგენტინულ რადიოში სტუმრობისას. რაც შეეხება სავარაუდო შემადგენლობას მან დაახლოებით ასეთი ტაქტიკა და შემადგენლობა ივარაუდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს შემადგენლობა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს მსოფლიო ჩემპიონატის დროს (საჭიროების შემთხვევაში).
––––––––––რომერო––––––––
გუტიერესი – სამუელი – დემიკელესი – ჰაინცე
–––––––– მასკერანო –––––––
–––––– მაქსი ––––– დი მარია –––––
მესი ––––– იგუაინი(ან აგუერო) ––––– ტევესი
შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ სავარაუდო შემადგენლობაა, რომელიც დონ დიეგომ დაასახელა, რთულია მისი ტაქტიკური მონახაზის ამოცნობა, ყველაფერი ნათელი 12 ივნისს გახდება.
წყარო: afa.org.ar
