ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ ვილამ პოლონეთთან დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ (6:0) განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელები ძალიან შეშინდნენ, როდესაც ანდრეს ინიესტამ თამაშის დროს შეცვლა ითხოვა.
“შეუძლებელია გუნდში ინიესტას როლისა და მისი ღვაწლის შეფასება. როდესაც ანდრესმა შეცვლა ითხოვა, გულები კინაღამ გაგვისკდა. როგორც ჩანს, საბედნიეროდ, საგანგაშო არაფერია. შესვენების დროს გვითხრეს, რომ ანდრესს სერიოზული არაფერი სჭირდა. მაშინ შვებით ამოვისუნთქეთ “, – განაცხადა ვილამ.
თავდამსხმელმა, რომელიც უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელია ასევე განაცხადა, რომ ხავისთან, ინიესტასთან და სილვასთან თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებს. მისი აზრით, თავდამსხმელისთვის დიდი უპირატესობაა ასეთი ნახევარმცველების წინ თამაში.
წყარო: Championat.ru
