
კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტობის მთავარმა კანდიდატმა, სანდრო როსელმა Marca-სთნ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კონკურენტები მას ისეთ რაღაცეებს აბრალებენ, რაც მას არ გაუკეთებია და არც გააკეთებს.
“მე მინდა გავხდე “ბარსელონას” პრეზიდენტი იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს იგი. მითუმეტეს, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე კარგი პროგრამა მე მაქვს. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს ჩემზე გაავრცელოს ცუდი ხმები, რათა ხალხს ჩემზე წარმოდგენა დააკარგვინოს. არ გამიკვირდება, უახლოეს მომავალში, კენედის მკვლელობას თუ დამაბრალებენ. ვიმედოვნებ, ასეთი რამ აღარ გამეორდება და სხვა კანდიდატები ჩემზე ათასნაირ ჭორებს არ გაავრცელებენ. “ბარსელონა” ასეთ სპექტაკლს არ იმსახურებს”. განაცხადა როსელმა
წყარო: championat.ru
