workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტას ვენახები

ინიესტას ვენახები

ინიესტას ვენახები

ყოველ გულშემატკივარს საკუთარი გუნდის ფეხბურთელები ძალიან რომ უყვარს, ეს ახალი არავისთვისაა, მაგრამ “ბარსელონას” და მის ნებისმიერ ფეხბურთელს განსაკუთრებული “საფეხბურთო შარმი” გააჩნია, მითუმეტეს როდესაც საუბარი ისეთ ფეხბურთელზეა რომელიც “ბარსელონას” გულისცემის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

“მე შემიძლია გავიტანო გოლები, შემიძლია ვითამაშო კარგად, ვმართო ჩემი ცხოვრება დღეს და ვაქციო ჩემი ოცნებები რეალობად, მაგრამ ნებისმიერი ჭკვიანი ადამიანი იფიქრებს საკუთარ მომავალზე, რადგან ხვალინდელი დღე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ღვინის დაყენება ბავშვობაში ლა მანჩას რეგიონში, საკუთარ სოფელში ვისწავლე. ეს აქ ძირძველ ტრადიციებზეა დამყარებული. იქ ჩემ ოჯახს აქვს რამდენიმე აკრი ვენახი, რომელიც კოხტადაა მწკრივებად განლაგებული. ამ ვენახზე მოკრეფილი ყურძნისგან ძალიან მაღალი ხარისხის და გემრიელი ღვინის დაყენებაა შესაძლებელი. ჩვენი კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი და ოდითგენვე ცნობილი ნატურალური პროდუქტი სწორედ ღვინოა. ღვინის ზომიერად მოხმარება ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. საკუთარი მიწის და ოჯახის ერთგულება ყოველთვის დიდ მოტივაციას მმატებს ცხოვრებაში, სწორედ ჩემი ოჯახი უვლის ამ ვენახს, რომლის გაშენებაშიც დიდ მომავალ პერსპექტივებს ვხედავ ჩემი პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ. ჩემი ოჯახი სათუთად უვლის ვენახს, მე მინდა გავაკეთო ბრენდი, რომელიც იქნება ჩემი სახელის და გამოხათავს იმ ხარისხს, რომელსაც მე ვიმსახურებ, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მე წარმოდგენილი მაქვს რა როგორ უნდა გავაკეთო მომავალში ამ პროექტთან დაკავშირებით.”

ჩვენ საიტზე იშვიათად იდება არაორდინალური სტატიები, რაც ჩემი აზრით მკითხველს მეტად აინტერესებს. ყოველთვის ვცდილობ ავარჩიო ამ კატეგორიის სტატია და ვიმედოვნებ ამ შემთხვევაში ეს შევძელი, რადგან ეს სტატია და თემა ქართველებთან ისევე ახლოსაა, როგორც ბრაზილიელებთან სამბა და ფეხბურთის თემატიკა. ინიესტა აქ ხომ, ნამდვილი კახელი პატრიოტივით საუბრობს საკუთარ სამშობლოს, ოჯახისა და ღვინის ტრადიციების შესახებ.


სტატია ეძღვნება “ბარსელონას” და ანდრეს ინიესტას დიდ გულშემატკივარ რედაქტორ LoveBarca-ს და ბარსამანიას ყველა მომხმარებელს დიდი სიყვარულით ავტორისაგან.

andresiniesta.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში