კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს დანი ალვესს, აქვს შანსი მოიგოს “ოქროს სამბა 2011”. იგი ამ ნომინაციაზე 30 ბრაზილიელთან ერთადაა წარდგენილი, რომლებიც ევროპის კლუბებში თამაშობენ. სიაში შესულია მაიკონიც, რომელმაც შარშან მოიგო ეს ჯილდო.
სრული სია ასე შედგება: დანი ალვესი, დიეგო ალვეში, მარსელო, ბაპტიშტა, ნილმარი, ტიაგო სილვა, რობინიო, პატო, ერნანესი, ლუსიო, მაიკონი, სეზარი (იტალია), დავიდ ლუისი, რამირესი, ლუკას ლეივა, სანდრო (ინგლისი), ჰალკი, კლებერი, ბრუნო სეზარი, ლუისაო (პორტუგალია), რაფინია, ლუის გუსტავო (გერმანია), ნენე, ბასტოსი (საფრანგეთი), ალექსი (თურქეთი), ვილიანი, ფერნანდინიო, კლეიტონ ხავიერი (უკრაინა), ვაგნერ ლავი (რუსეთი).
გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გაირკვევა. ხმის მიცემა გაგრძელდება 30 დეკემბრამდე. თქვენი ფავორიტი ევროპაში მოთამაშე ბრაზილიელისთვის ხმის მისაცემად დააჭირეთ აქ (შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ფეხბურთელი).