workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესს კანის მაისური პუიოლმა მისცა

ვალდესს კანის მაისური პუიოლმა მისცა

კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა კომენტარი გააკეთა თავის კუმირ, ოლივერ კანთან დაკავშირებით, იტყობინება Sport.es. ვალდესმა თქვა, რომ მისი იდეალი სწორედ, რომ გერმანელი მეკარეა. “”ბავარიასთან” ერთ–ერთი მატჩის დროს, მე ვთხოვე ოლივერ კანს, რომ თავისი მაისური მოეცა ჩემთვის. მე ვიყავი ტრიბუნაზე და შესვენებაზე ვთხოვე ეს. მან მითხრა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, ვერ მომცემდა მაისურს, მაგრამ ამას მატჩის შემდეგ გააკეთებდა. მატჩის შემდეგ კი ვეღარ მოვახერხე მაისურის გამორთმევა, მაგრამ მე მისი საფეხბურთო მაისური მაინც მივიღე, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის მატჩში. ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა პუიოლი და მან იცოდა ჩემი ოცნების შესახებ. მატჩის შემდეგ პუიოლმა სთხოვა კანს მაისურის გაცვლა და იგი მე გადმომცა,” განაცხადა ვალდესმა.

 

წყარო:barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში