
კატალონიურ სპორტულ გაზეთი sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონა” დაინტერესდა არგენტინელი ვინგერის, დი მარიას შეძენით და კატალონიელები მზად არიან კონკურენცია მადრიდის “რეალს” გაუწიონ. მადრიდელები უკვე დიდი ხანია დი მარიას შეძენას ცდილობენ. მათ რამდენჯერმე მიმართეს “ბენფიკას” ხელმძღვანელობას, მაგრამ უშედეგოდ. არგენტინელის ფასი 40 მილიონია. ამ ფასის გადასახდელად მზად არის, როგორც “ბარსა,” ისე “რეალი”. “ბლაუგრანას” ამ ტრანსფერის გაჩარხვაში ლეო მესიც დაეხმარება, რომელიც დი მარიას თანამემამულეა. ისინი ერთად თამაშობენ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში.
წყარო:totalbarca.com
