workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არგენტინის ვარჯიშს გულშემატკივრები ესწრებოდნენ

არგენტინის ვარჯიშს გულშემატკივრები ესწრებოდნენ

მზადება მსოფლიო ჩემპიონატისათვის გრძელდება. გუშინ არგენტინამ მორიგი ვარჯიში გამართა, ეს ვარჯიში არ ტარდებოდა დახურულ კარს მიღმა, ამიტომაც გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს შეეძლოთ დასწრებოდნენ მას. სტადიონზე საკმაო რაოდენობის გულშემატკივარმა მოიყარა თავი, იყვნენ ასევე ჟურნალისტები სხვადასხვა ჟურნალიდან თუ ტელეარხიდან.

რადგანაც ვარჯიშს გულშემატკივარი ესწრებოდა, ფეხბურთელებს სრული დატვირთვით არ უვარჯიშიათ. ფეხბურთელები ძირითადად ტაქტიკაზე მუშაობდნენ, ხოლო ვარჯიშის დასასრულს  უკვე ბურთის დაჭერაზეც იმუშავეს.

ვარჯიშის დროს მცირე დაზიანება მიიღო “ინტერის” თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ, ხოლო ვარჯიშზე არ იმყოფებოდა ერთადერთი ფეხბურთელი და ეს იყო არიელ გასკე.

წყარო: afa.org.ar

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში