workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მცველს ეძებს

“ბარსელონა” მცველს ეძებს

"ბარსელონა" მცველს ეძებს

 კატალონიური კლუბი სერიოზულად ფიქრობს ახალგაზრდა მცველის შეძენაზე და უკვე პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ: ვან დერ ვიელი, ასპილიკუეტა, კლიში და ბეილი.

 2010-2011 წლების სეზონში “ბარსელონა” მარტო ვილათი და ფაბრეგასით დაკმაყოფილებას არ აპირებს. უამრავი ჭორი დადის, რომ კატალონიელები დაინტერესებულები არიან არიენ რობენით და დავიდ სილვათი, მაგრამ ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” ცდილობს ღირსეული პარტნიორი უპოვოს დანიელ ალვესს დაცვის ფლანგებზე. 

 ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ამ პოზიციაზე ვიხილოთ, არის გრეგორი ვან დერ ვიელი. 22 წლის მცველი “აიაქსში” ასპარეზობს და უკვე კარგა ხანია იპყრობს გრანდების ყურადღებას.  ბოლო სეზონში მის ანგარიშზე 6 გოლია.  “ბარსელონაში” ასევე შეიძლება ვიხილოთ ასპილიკუეტა, რომელიც “ოსასუნას” ღირსებას იცავს და ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ არის გამგზავრებული.

 მარცხენა ფლანგზე მოასპარეზე გაელ კლიში 24 წლისაა და ყველაზე უფროსია სავარაუდო ფეხბურთელებს შორის. ამ ფეხბურთელის უშრეტმა ენერგიამ გვარდიოლას ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ახლა პეპს “არსენალის” სხვა ფეხბურთელი უფრო ადარდებს. მეოთხე შესაძლო ვარიანტია გარეტ ბეილი, რომელიც გასაოცარ სეზონს ატარებს ლონდონურ “ტოტენჰემში”. მისი კარგი თამაში კლუბის შედეგზეც აისახა. “სპურსებმა” აუხდენელი ოცნება აიხდინეს და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ.

 კატალონიელები სხვა პოზიციის გამაგრებაზეც ფიქრობენ. იაია ტურეს მემკვიდრეს ხედავენ მოუსა სისოკოში. “ტულუზას” 20 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში შვიდი გოლის გატანა მოახერხა.

 ჭორები არ ცხრება და ახლა “ბარსელონას” შემტევი ხაზის გაძლიერებაზე ფიქრიც ”დასწამეს”. თუ ზოგზოგიერთებს დავუჯერებთ, კატალონიური კლუბი “ვერდერის” ორი ტალანტით არის დაინტერესებული: მარკო მარინითა და მესუთ ოზილით. მარინი ამ სეზონის აღმოჩენა გახდა, ხოლო ოზილს ლეო მესის გვერდით თამაში სწყურია. ასევე არსებობს “ლილის” ბელგიელი ფეხბურთელის, ედენ აზარის ვარიანტიც, მაგრამ ეს ნაკლებად სარწმუნოა.

წყარო: elmundodeportivo.es 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში