ლონდონის “არსენალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ისაუბრა სამხრეთ კორეასთან გამართულ ამხანაგურ მატჩზე, სადაც მან პირველად ითამაშა დაახლოებით ორ თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ.
“ეს რთული მატჩი იყო. ბიჭებმა თავიანთ კლუბებში დატვირთული სეზონი ჩაატარეს, შემდეგ იყო ეროვნული გუნდის შეკრება და ორჯერადი ვარჯიშები.
პირადად მე პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარე, ვიდრე მეორე. ეს მატჩი ჩემთვის ვარჯიშის მსგავსი იყო, სადაც ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობდი”, – ფაბრეგასის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო “Reuters”.
წყარო: Sports.ru
