workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხერარდ დეულოფიუ  “ბარსაში” რჩება

ხერარდ დეულოფიუ “ბარსაში” რჩება

კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ხერარდ დეულოფიუ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, იტყობინება Sport და El Mundo deportivo. მისი აგნეტის, განცხადებით ფეხბურთელის ოცნება “კამპ ნოუზე” დარჩენა და “ბარსას” პირველ გუნდში თამაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელი მალე გააფორმებს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტს. ამ სეზონში ხერარდი “ხუვენილ ბ”–ს ღირსებას იცავდა. მან ასევე ითამაშა მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატზეც, სადაც 5 თამაშში 3 გოლი გაიტანა და დაეხმარა მის გუნდს ფინალში გასვლაში. თუმცა სამწუხაროდ ფინალში ახალგაზრდა ესპანელები ინგლისელმა თანატოლებმა დაჯაბნეს. უეფამ იგი დაასახელა 10 საუკეთესო 17 წლამდელთა ფეხბურთელში.

 

წყარო:totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში