”ბარსელონას” ვარსკვლავი კმაყოფილია გუნდში არსებული სიტუაციით. ლეო მესიმ უაწყო გავრცელებული ჭორები ვილიასთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ.
”ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელები ხვდებიან – ეს ისტორიები შეთხზულია. მე არავითარი პრობლემა არ მაქვს ვილიასთან და გაკვირვებული დავრჩი ამ ჭორით. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრთან”.
”ჯერ-ჯერობით ”ოქროს ბურთის” ცერემონიაზე არ ვფიქრობ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ტიტულს მოვიგებ. გასულ სეზონში შედეგი ბოლო მომენტში გავიგე. მსურს ეს სეზონი კარიერაში საუკეთესო იყოს და მოვიგო ყველა ტიტული ”ბარსელონასთან” ერთად. საჭირო არ არის ჩემი სხვებთან შედარება. მე მხოლოდ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ”.
