
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელ მცველს, დიმიტრო ჩიგრინსკის არ ჰქონდა კარგი სეზონი კატალონიურ “ბარსელონაში”, მისი შეძენით მაინც არიან დაინტერესებულნი ევროპული გრანდები. დიმიტროს შეძენა, “მანესტერ სიტის”, ჩელსის, “მანჩესტერ იუნაიტედს” და მიუნხენის “ბაიერნს” სურთ, იტყობინება კატალონიური რადიო და goal.com. ასევე შეიძლება, რომ უკრაინელი ფეხბურთელი ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერშიც გამოიყენონ. ჩიგრინსკის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევროა.
წყარო:sport.es
