”რეალის” საპატიო პრეზიდენტმა აღიარა, რომ დიდ სიამოვნებას იღებს ”ბარსას” თამაშით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მისი მსხვერპლი არ არის ”ბლანკოსი”.
ალფრედო დი სტეფანომ განაცხადა, რომ ლეო მესის ფანია. არგენტინის საფეხბურთო ფედარიციის ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: ”მე სიამოვნებას ვიღებ ლეოს გოლებით, თუკი ის არ იტანს ”რეალის” კარში”.
მადრიდისტი არ იშურებდა დაქებარ სიტყვებს თანამემამულისთვის: ”მას უდიდესი ნიჭი აქვს. მესიმ ეს მთელ მსოფლიოს აჩვენა და გუნდს დაეხმარა გამხდარიყო გოლების მანქანა. საბელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ის ნაკრების კაპიტნად დანიშნა”.
