მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: ”მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა”

სუბისარეტა: ”მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა”

”ბარსელონას” სპორტული დირექტორი თვლის, რომ სამშაბათს პრაღაში გამარჯვება ”ბარსას” სიწყნარეს მოუტანს, რადგან ამ შემთხვევაში მათემატიკურად გუნდი 1/8 ფინალში გავა.

პრაღაში გაფრენის წინ, სადაც ხვალ ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, ”პლზენს” შეხვდება ანდონი სუბისარეტამ 3 ქულის მოპოვების მნიშვნელობა აღნიშნა: ”ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. მეორე მიზანი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაა. ყველაზე მთავარი 1/8 ფინალში მოხვედრაა. ამ მხრივ გამარჯვება ჩვენ სიმშვიდეს მოგვიტანს” – განაცხადა მან.

”ბარსას” დამარცხება ყველას სურს

სუბიმ აღნიშნა, რომ ეს მატჩი არ იქნება ისეთი ადვილი, როგორსაც ბევრი მოელის: ”მათი გულშემატკივრები დიდ ზეწოლას ახდენენ. მეტოქეს ექნება მიზანი – დაამარცხოს ”ბარსა”, რაც მსოფლიოში ყველა გუნდს სურს. ”პლზენმა” აჩვენა, რომ დანებებას არ აპირებს, ისინი ჩვენი კარის დალაშქვრას ეცდებიან. ”ნოუ კამპზე” მათი კარის დალაშქვრის ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ამან ისინი არ შეაშინა” – განაცხადა ანდონიმ.

”მესის ტალანტში ეჭვის შეტანა არ შეიძლება”

რაც შეეხება ლეო მესის, რომელმაც ”მალიორკას” კარში ჰეთ-ტრიკი შეასრულა, სუბიმ აღნიშნა: ”მის ფასეულობაში და ტალანტში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. თუკი შეცდომების მხრივ შევხედავთ მის თამაშს აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიოში ყველაზე ცოტა შეცდომას უშვებს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში