მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალფრედო დი სტეფანო:” მესი ღირსეული კაპიტანია! “

ალფრედო დი სტეფანო:” მესი ღირსეული კაპიტანია! “

უკვე ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ მადრიდის “რეალის” საპატიო პრეზიდენტი, ლეგენდარული ფეხბურთელი, ალფრედო დი სტეფანო აღფრთოვანებულია და ქომაგობს ლეო მესის. “AFA”–სთან მიცემულ ინტერვიუში, მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა  “რწყილის” მიმართ და ამავდროულად გამოთქვა საკუთარი მოსაზრება იმაზე, თუ ვინ იმსახურებს არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნობას.

“მესის მიერ გატანილი თითოეული  გოლით სიამოვნებას ვღებულობ, მაგრამ როდესაც ის მადრიდის “რეალა” უტანს,  ეს გრძნობა არ მეუფლება. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და იმსახურებს არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაურს. რატომ? იმიტომ, რომ მას ყველა მონაცემი აქვს, რაც გუნდის სულს და გულს, გუნდის მეთაურს სჭირდება. მას აქვს უდიდესი ტალანტი, რომლითაც მთელი მსოფლიო მოხიბლა. ლეომ თავისი კლუბი ტიტულების “მპყრობელი” გახადა. სწორედ ამიტომ, “ალბისელესტეს” თავკაცის, ალეხანდრო საბელიას გადაწყვეტილება განხილვას არ ექვემდებარება, ის სწორად მოიქცა, როდესაც კაპიტნად ლეო დანიშნა.” –  განაცხადა დი სტეფანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში