კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა პასუხი გასცა კრიტიკოსებს, ვინც თვლიდა, რომ “ბლაუგრანას” ერა დასასრულს მიუახლოვდა.
“ჩვენ არასოდეს ვკარგავთ რწმენას საკუთარი ძალების მიმართ. უნდა მოვერიდოთ არაკეთილომოსურნეთა აზრს, რადგან მათ მუდამ სურთ, რომ ჩვენ უარყოფითი სტატუსი მოგვანიჭონ. მთავარია, ასეთ ადამიანთა ნათქვამი არაფრად ჩავაგდოთ და ყურადღება არ მივაქცოთ.”
” ეჭვი არ გვეპარება ჩვენს შესაძლებლობებში. ზოგიერთს სურს, გაგვაბრაზოს და მწყობრიდან გამოგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ ერთი და დიდი გუნდი ვართ, რომელიც სრულ მზადყოფნაშია და მზად არის გამართოს ბრძოლა მოედანზე და არა მის გარეთ. ლეო კვლავ იტანს და ყველაფერი რიგზეა” – ალვეშის სიტყვებს “AS” ციტირებს.