”ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელს არ მოსწონს ის იდეა, რომ ”ბარსელონამ” პრიმერას საშიანო შეხვედრა შეიძლება 15 საათზე (თბილისის დროით) გამართოს.
კატალონიური კლუბის მეთაურმა განაცხადა: ”არ მსურს ”ნოუ კამპზე” შეხვედრის 15 საათზე დაწყება. ტრადიცია იმაშია, რომ შეხვედრები ღამით გაიმართოს. თუ ამას გვაიძულებენ ჩვენ დავმორჩილდებით”.
ასევე პრეზიდენტმა კომენტარი ლეო მესიზეც გააკეთა, რომლის მიმართაც ბოლო დროს კრიტიკა ისმის: ”მას აქვს ნიჭი, რომლითაც ის ღმერთმა დააჯილდოვა. ის ასევე დაუღალავად მუშაობს და ცდილობს. ეჭვგარეშეა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”.
