”ბარსელონას” მწვრთნელი მოხიბლულია არგენტინელით. პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ შეაქო ”ბლაუგრანას” ლიდერი.
”მესიმ შესანიშნავად იცის რასაც ვფიქრობთ მასზე. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმით, რასაც ის მოედანზე აკეთებს და გააკეთებს. მის გარეშე ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ის უჩვეულო ფეხბურთელია, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. არ ყოფილა ისეთი შეხვედრა, სადაც მას საგოლე მომენტი არ შეექმნას. არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ისტორიაში იყო სხვა ასეთი ფეხბურთელი, რომელიც ყოველ 3 დღეში ერთხელ ასეთ რაღაცეებს გააკეთებდა. ადამიანები ყიდულობენ ბილეთს, რათა მისი თამაშით სიამოვნება მიიღონ. ეს უნიკალური მოვლენაა. შეიძლება მე ძალიან ახალგაზრდა ვარ, მაგრამ არასდროს მითამაშია გუნდში ისეთ ფეხბურთელთან, როგორიც ისაა. ის ყველაზე უკეთესია. მესის ნიჭი აქვს”.
გვარდიოლა მოხარულია ალექსის სანჩესის გამოჯანმრთელებით და მისი სიტყვებით ფეხბურთელი ძალიან კარგ ხასიათზეა. პეპმა სანჩესის მნიშვნელობაც აღნიშნა: ”ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც გვჭირდება”. პეპს არ მოეწონა ჩილეს ნაკრების მიერ ალექსისის ნაკრებში გამოძახება: ”ალექსისი შეიძლება აქ ან ჩილეს ნაკრებში დაშავდეს. მათ სრული უფლება აქვთ მისი გამოძახების. კარგი იქნებოდა გამოძახებამდე ჩვენთან რომ ესაუბრათ. ხვალ ის არ ითამაშებს, რადგან თამაშის უფლება მას ჯერ არ მიუღია”.
