ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ამ მომენტისათვის ის არ ფიქრობს თავის საკლუბო კარიერაზე, გვატყობინებს Marca.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მთლიანად კონცენტრირებულია მსოფლიო ჩემპიონატზე და მისი მიზანი ეროვნული გუნდის ამოცანების შესრულებაა.
“ამ მომენტისათვის საერთოდ არ ვფიქრობ საკლუბო კარიერაზე და ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ამჟამინდელი დავალებების შესრულებაა. დღეს ჩემთვის მთავარი ეროვნული ნაკრებია. ჩემი მომავლის შესახებ შემიძლია განვაცხადო, რომ ვისურვებდი მსოფლიო თასის მოგებასა და ფეხბურთით სიამოვნების მიღებას,”- განაცხადა ფაბრეგასმა.
წყარო: Barca.ru
