“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა, იაია ტურემ “ბარსადან” წასვლის მიზეზად გვარდიოლა დაასახელა.
იაია ტურეს კარიერიაში კარგი პერიოდი უდგას. იგი “მანჩესტერ სიტისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა მას ჯერ არ დავიწყებია თავისი წარსული, რომელიც “ბარსას” უკავშირდება. ფეხბურთელი თავის წასვლაში კატალონიური გრანდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას ადანაშაულებს. “როცა მე გვარდიოლას ვესაუბრე, მან ცოტა რამ მითხრა. ამიტომ წავედი. ამ მომენტამდე აღნიშნულ თემაზე საუბარი არ მსურდა.” – განაცხადა მან.
მწვრთნელთან არასაკმარისი ურთიერთობა გახდა განმსაზღვრელი ნახევარმცველისთვის. “გვარდიოლას ჩემთან რომ ესაუბრა, მე დავრჩებოდი. წასვლა არ მინდოდა. კარიერის დასრულება “ბარსაში” მსურდა.” – თქვა ტურემ და დაამატა: “საბოლოოდ პეპი მესაუბრა, თუმცა თავიდან ამის სურვილი არ ჰქონია. მას არ სწამდა ჩემი. მე დარჩენა მსურდა, თუმცა მას არ უნდოდა ეს. მისი ახსნა-განმარტებები არასაკმარისი იყო, ამიტომ “სიტიში” წავედი.”
ნახევარმცველმა განაცხადა: “ჩემი ოჯახი იცინოდა, რადგან ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონათ. ახლა ბედნიერი ვარ, თუმცა ისეთი ბედნიერი ვერსად ვიქნები, როგორც ვიყავი “ბარსაში””.
