workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა ლიგის” მეცხრე ტური(პრევიუ)

“ლა ლიგის” მეცხრე ტური(პრევიუ)

დღეს “ლა ლიგის” მეცხრე ტურის თამაშები გაიმართება. მათ შორისაა “გრანადა”-“ბარსელონა”. “რეალი” და “ლევანტე”  კი ხალ ითამაშებენ. დღეს ასევე გაიმართება თამაში “სევილიასა” და “რასინგს” შორის.

 

 

“ლევანტე” ლიდერია

 “ლევნატე” 8 მატჩის(6 მოგება და 2 ფრე) შემდეგ, გათამაშების ცხრილის სათავეში აღმოჩნდა.  “ლევანტეს” ფეხბურთელები ხვალ “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდებიან. მეორე ადგილზე მყოფი “რეალი” კი “ვილიარეალს” მიიღებს “ბერნაბეუზე”.  მესამე ადგილს “ბარსელონა” იკავებს, ხოლო მეოთხეზე “სევილიაა”. მათ საშინაო მატჩების ოთხივე შეხვედრაში 100%_იანი მაჩვენებელი აქვთ, ხოლო გასვლითი მატჩები ფრედ დაასრულეს. დღეს კი “სევილია” “რასინგს” დაუპირისპირდება საკუთარ მოედანზე.  

 

“ვალენსია” და “მალაგა” ჩამოქვეითდნენ

 “ვალენსია” და “მალაგა” შაბათ-კვირის თამაშების შემდეგ ჩამოქვეითდნენ. მათ დაკარგეს ქულები. ახლა ისინი მეხუთე და მეექსვე ადგილებზე არიან. მეცხრე ტურში კი ორივე გუნდს გასვლითი მატჩი აქვს ჩასატარებელი (“სარაგოსა”-“ვალენსია”, “რაიო ვალიეკანო”-“მალაგა”). მეშვიდე ადგილს კი “ბეტისი იკავებს.  მათ ზეგ გასვლითი თამაში მერვე ადგილზე მყოფ “ესპანიოლთან” აქვთ. კატალონიელები მოგების შემთხვევაში ტოპ შვიდეულში შევლენ. “ბეტისსაც” და “ესპანიოლსაც” 12 ქულა აქვთ, “ატლეტიკოსა” და “ოსასუნას” ათ-ათი, “ატლეტიკს”, “მალიორკას”, “რაიო ვალიეკანოს” და “სარაგოსას” ცხრა-ცხრა,  “რეალ სოსიადედს” 8, “ვილიარეალს” ყველასათსვის გასაკვირად  მხოლოდ 7, ხეტაფეს” კი 6. ბოლო სამეულში კი “გრანადა”(5 ქულა), “სპორტინგი”(4 ქულა) და “რასინგი”(4 ქულა) შედიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward