“ბარსელონა” დღეს საღამოს გასვლითი მატჩის მოგებას შეეცდება. პუიოლი, სიფრთხილის მიზნით, დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.
“სევილიასთან” გაგორებული ფრის შემდეგ, “ბარსელონას” დასვენების დრო არ აქვს. ისინი დღეს გასვლით მატჩში “გრანადას” დაუპირისპირდებიან. ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში კატალონიელები შეხვედრას “ლოს კარმენესზე” გამართავენ პირველად, 35 წლიანი შესვენების შემდეგ. “ლევანტესთვის” ლიგის პირველი ადგილის დათმობის შემდეგ, მიზანი ნათელია – გათამაშების ცხრილის სათავეში რაც შეიძლება სრაფად დაბრუნება.
რთული გრაფიკი
როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა, პეპ გვარდიოლას ფეხბურთელები “სევილიასთან” მატჩში ძალიან გადაიღალნენ ფიზიკურად. დღევანდელი შეხვედრა მათი ფსიქოლოგიური სიძიერის ტესტიც იქნება. გუნდს, რომელიც მუდამ იმარჯვებს, ნებისმიერმა სხვა შედეგმა შეიძლება, მიაყენოს ფიქოლოგიური ტრავმა.
გვარდიოლას განკარგულებაში ისევ ის ფეხბურთელები ჰყავს, ვინც წინა თამაშებში იღებდნენ მონაწილეობას. აფელაი, ალექსისი და პიკე კვლავ ტრავმირებულები არიან. პუიოლმა ვარჯიშის დროს მცირე დაზიანება მიიღო, რომელიც სერიოზული არაა, მაგრამ სიფრთხილის მიზნით იგი დღეს მოედანზე არ გამოვა.
ვალდესი რეკორდის მოლოდინში
ერთ-ერთ ადამიანი, ვისაც გრანადაში დიდი ყურადღება დაეთმობა, ვიქტორ ვალდესია. სულ ახლახანს “ბარსას” კიპერმა საკუთარი რეკორდი დაამხო. მას ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში 607 წუთია გოლი არ მიუღია საკუთარ კარში. ჩავის შესაძლებლობა ეძლევა, მოხსნას მიგელის ყველა დროის რეკორდი, ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით (391).
“გრანადა” გასაჭირშია
მეორე დივიზიონიდან ახლახანს გადმოსულმა გუნდმა ლიგაში რვა მატჩი გამართა, ხუთი ქულა მოაგროვა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. საშინაო მატჩებში “გრანადამ “ვილიარეალთან” და მადრიდის “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებისას თითო-თითო ქულის აღება მოახერხა. ფაბრი გონსალესის გუნდს ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლია – იებდა და მარტინსი.



