ხავიერ მასკერანო ესტუმრა “ბარსა ტვ”-ის გადაცემას “El Marcador”-ს და ისაუბრა “ბარსელონა”-“სევილიას” მატჩზე: “მე ვცდილობდი შემენარჩუნებინა ნდობა და კონცენტრაცია”. არგენტინელი წელიწადნახევარია, რაც კატალონიაში გადმობარგდა და იგი “კულეთა” ერთ-ერთი საყვარელი პიროვნებაა, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელშიც ხავიერი ცენტრალურ მცველად გვევლინებოდა, იგი ესტუმრა “ბარსა ტვ”-ს და ახსნა: “მე ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ დაცვის ცენტრში ვიასპარეზებდი, თუმცა ასე მოხდა ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის ფინალებში”.
შესაძლებლობა
მასკერანომ განაცხადა, რომ ითამაშებს იმ პოზიციაზე, რომელზეც გვარდიოლა დაავალებს: “როგორც ჩანს, ბოსმა უკეთესად იცის სად ჯობია, რომ ვითამაშო. რადგანაც იგი ცენტრალურ მცველად მათამაშებს, ესე იგი, ეს უკეთესია გუნდისთვის, ვიდრე ჩამშლელად ვითამაშო. ეს ყველაფერი შესაძლოა გამოიწვია იმ ტრავმებმა, რომელიც მოუშორებელ სენად იქცა ჩვენთვის. მე ვცდილობ გავაკეთო საუკეთესო და ვიცი, რომ ცოტა პრობლემა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ მცველის ამპლუა საჩემო არაა. არ ვარ მაღალი, მაგრამ ვცდილო მოვიპოვო ნდობა და არ დავკარგო კონცენტრაცია. შესაძლებლობა მაქვს საკუთარი თავის წარმოჩენისა და ეს უპირატესობა ხელიდან არ უნდა გავუშვა”.
იმედგაცრუებული
“სევილიასთან” მატჩის შემდეგ მასკერანომ განაცხადა: “ეს საშინელი გრძნობაა, იმედგაცრუებული ვარ დაკარგული ქულების გამო, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. ვთამაშობდით ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ – შეტევა მთელი თამაშის განმავლობაში”. არგენტინელი ასევე ღელავდა იმაზე, რომ: “ხალხს გონია, რომ წინა წელს ლიგა ადვილად მოვიგეთ, მაგრამ როცა სხვა თვალით შეხედავ ყველაფერს, მიხვდები, რომ გაცილებით რთულია ამ წარმატების მიღწევა”.
მესი, “დამწუხრებულია, თუმცა კარგად არის”
მასკერანომ ასევე ისაუბრა თანამემამულე ლიონელ მესიზე, რომელმაც პენალტი გააცუდა მატჩის მიწურულს: “ის დამწუხრებულია ფრის გამო, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. აუცილებელია, რომ გუნდის წევრები ყოველგვარი წუხილის გარეშე ტოვებდნენ მოედანს მას შემდეგ, რაც მატჩი მთავრდება. ხან გაიტან პენალტს, ხან ვერა, თუმცა ჩვენი შეჩერება შეუძლებელია”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=]



