workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა

ვალდესმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და იგი უკვე 607 წუთია გოლს არ უშვებს. 8 მატჩია კატალონიელ გოლკიპერს ვერაფერი დააკლეს “კამპ ნოუზე”.

 

შეხვედრის 57-ე წუთზე ვიქტორ ვალდესმა გააუმჯობესა რეკორდი. გუშინდელ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვამ ვიქტორს 607 წუთამდე გაუხანგრძლივა “კარის სიმშრალე”. შეგახსენებთ, რომ ვიქტორმა წინა წელს შეძლო და 577 წუთი არ გაუშვა გოლი.

 

ბოლო ფეხბურთელი, ვინც მოახერხა კატალონიელთა კარის აღება, იყო პაბლო ერნანდესი. მატჩი მიმდინარეობდა “მესტალიაზე” “ვალენსიას” წინააღმდეგ, სადაც 23-ე წუთზე შეძლო ესპანელმა ფეხბურთელმა ვალდესის დამწუხრება. შემდეგ ტურში ვიქტორს შეუძლია რეკორდის კიდევ უფრო გაზრდა, თუ “გრანადასთან” არ გაუშვებს ბურთს.

 

8 ლიგის თამაში “კამპ ნოუზე”, რომელშიც გოლი არ გასულა

 

ვალდესმა მოახერხა და ლიგის 8 შეხვედრაში შეინარჩუნა კარი მშრალად. ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც “კამპ ნოუზე” გაუტანა ვალდესს გოლი, იყო “ალმერიელი” კორონა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward