Diario Sport იტყობინება, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელ თავდამსხმელ რაფინიას მიაჩნია, რომ იგი გულშემატკივრებისგან უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს.
რაფინიას აზრით, ის ცუდად არ თამაშობს, ხოლო ერთსულოვანი მხარდაჭერის შემთხვევაში, თამაშის ხარისხის გაზრდა უფრო მეტად შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბრაზილიელის შესაძლო გაშვებაზე ბევრი იწერება. კლუბი თავისი ფინანსური მდგომარეობის გამო მის გაყიდვას განიხილავს, ხოლო რაფინიას მიმართ ინტერესი ინგლისური და არაბული კლუბებიდან მზარდია. მეტიც, ბოლო ცნობებით, კატალონიელებს მის სანაცვლოდ არაბებმა 100 მილიონი ევროც კი შესთავაზეს.
მიმდინარე სეზონში რაფინიამ 5 გოლი გაიტანა და 10 ასისტი გააკეთა 28 მატჩში. იგი კლუბს 2022 წელს “ლიდსიდან” 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
და რა გააკეთა რო ხალხის პატივისცემა დაიმსახუროს? დემბელეზე ცალტვინაა ტიპი 30 თამაშში 5 გოლი აქვს და მაგაში უნდა პატივისცეს ხალხმა? დემბელეს ორი-სამი თამაში მაინც აქვს ლიჩნად მოგებული ამისგან განსხვავებით დაჟე მაგ თამაშებიდან ერთში თასიც კი მოვიგეთ მაგის გოლით
მაყურებელი რას თვლის ეგ თუ იცის ამან?! მაყურებელი ყველაფერს ხედავს. ჩინური ბრაზილიელი, რომ ხარ იმასაც ხედავს.
რას ერჩის გულშემატკივარს? გოლი გაიტანა და ტაში არ დაუკრეს, თუ ზამენაზე რო გავა და ყველაფერს ანგრევს ამაში ითხოვს დამატებით აპლოდისმენტებს.
ხო და მერე ნაღდად დაუფასებს გულშემატკივარი თავგანწირვას, როგორც დემეტრე თავდადებულს დაუფასეს მონღოლებს რო ეახლა სასიკვდილოთ, ოღონდ საქართველლო არ ააოხროთო.
30 თამაშში 5 გოლი აქვს და კიდე ეს წუწუნებს?
რავი, რაც შეუძლია აკეთებს, დალშე არაა რონალდინიო და შეე#ი თუ გინდა
დეკუც მიაყოლეთ ხურდაში , რომ არაბებს სატრანსფერო ბაზარზე დახმარება გაუწიოს და მადლობელი იქნება ყველა კულე არაბების ხელგაშლილობის გამო.
ესეიგი ამ ბრაზილიელებისას რასაც ვერ ვიტან ეს გაუთავებელი მოთქმა და გოდებაა რა
გაყიდვას იმსახურებ
რაფინია სულ რო ნაკერზე გაიხეს ბარსას ქომაგებს ისეთი ხალხი ყავთ ნანახი საკუთარ გუნდში რო ეს ყოველთვის ჭიჭვეიშვილი იქნება. იქნებ დათანხმდეს არაბეთში წასვლას და ამი სანაცვლოდ 100 მილიონი მართლა ზღარპარი იქნება.