რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პოლონელს შესანიშნავი თვე ჰქონდა და 4-დან 3 მატჩში გაიტანა.

პირველი გოლი მან “ალავესს” (3-1) გაუტანა, შემდეგ “გრანადას” (3-3) კარი აიღო, “სელტას” (2-1) კი დუბლი შეუსრულა. აღსანიშნავია, რომ რობერტმა თებერვალში ჩატარებული ყველა მატჩი სასტარტოდან დაიწყო და თითოეულ მათგანში მოედანზე ბოლომდე დარჩა.

ლევანდოვსკიმ ამ პრიზისთვის ბრძოლაში ფედერიკო ვალვერდე (რეალ მადრიდი), მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო), იური ბერჩიჩე (ბილბაო) და ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) დაამარცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 02 მარ 2024, 23:33

    მერე სად იყვნენ რეალის "ვარსკვლავური" შემადგენლობის წევრები.

  • tbilisi
    schedule 02 მარ 2024, 00:44

    წელს პიაჩიჩი ისევ შენ უნდა აიღო ლევან ასე გააგრძელე და ისევ შენ იქნები ბომბარდირი