”მადრიდელებისგან” განსხვავებით ”ბლაუგრანელები” მოედანზე არავის სცემენ. ნეიტრალური გულშემატკივარისთვის ეს ფაქტი არ არის მოსაწონი. ჩემი აზრი ასეთია: ”ბლაუგრანელები” ”მადრიდელებს” მოედანზე ბურთით და გატანილი გოლებით ”სცემენ”.
ადრე ”მადრიდელებს” უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავდა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა. უკვე ბევრს მოსწონს ”ბარსას” სათამაშო სტილი და ის სპექტაკლები, რომელსაც კატალონიელები მოედანზე დგავენ. ”ბარსამ” ბოლო წლებში ყველა კითხვას პასუხი გასცა და ”რეალს” გაუთანაბრდა და მეტიც, ბოლო ხანს საკმაოდ გააასწრო კიდეც. იმედია “ლურჯ–ბროწეულისფერები ამ გზიდან არ გადაუხვევენ და კიდევ და კიდევ მეტს მიაღწევენ.
ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ის 5 მიზეზი, რატომაც მოსწონთ უმეტესობას ”ბარსა”. (ასეთი მიზეზი სულ ათია, მაგრამ დანარჩენს შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ).
1. სახლში აღზდილი ფეხბურთელები.
”ბარსამ” ყველა თავისი აღზდილი სწორედ გამოიყენა გუნდში. თითოეულ მათგანს გუნდში, თავისი ადგილი უკავია. კატალონიაში აღზრდილები თავიდანვე ნიჭიერები იყვნენ და ახლაც ამართლებენ ამ სახელს. “ბარსელონას” ხელმძღვანელობას არასოდეს არ უწევდა სხვა ქვეყნებში ახალგაზრდა ტალანტების ძებნა.
2. ლეო და რონალდო. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოთამაშე
ორი გრანდი. ორი უნიჭიერესი ფეხბურთელი. ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთისგან სრულებით განსხვავდება. ორივე ფეხბურთელი მწვერვალისაკენ ერთად მიიწევს. ისინი ერთმანეთისგან თვისებებითაც განსხვავდებიან. არგენტინელი უფრო მოკრძალებული და თავშეკავებულია. პორტუგალიელი კი ქედმაღალი და ეგოისტი. (ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ”ბარსას” ფანი ვარ. ამის დამამტკიცებელი საბუთი ბევრია. ამიტომ ამ სიტყვებზე ვერავინ ვერ შემედავება). რონალდოს უფრო და უფრო მეტი უნდა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მესის ძალიან რთული ავადმყოფობა აქვს გადატანილი პატარაობაში.
3. პეპის და მოუს სათამაშო სტილი
მათი სათამაშო სტილი საერთოდ არ წააგავს ერთმანეთს, მაგრამ უმეტესობას მაინც პეპის სათამაშო სტილი მოსწონს. ამ საკითზე კი სპეციალური კვლევები ტარდება.
4. ტიტულების რაოდენობა: 12 : 1
ამ ორი გრანდიდან, რომელიმემ ტიტული, რომ არ მოიგოს ეს წარმოუდგენელია. ”ბარსას” გულშემატკივრები ყოველთივის ქომაგობენ მათ საყვარელ გუნდს. სწორედ ესაა ერთ–ერთი მიზეზი ”ბარსას” წარამტებისა. ამიტომაც მოხდა ასე, რომ მათ მოიგეს 12 ტიტული და “თეთრებმა”‘ კი–მხოლოდ და მხოლოდ 1.
5. ”გუნდის სული”
”რეალმა” 2000 წელს ძალიან კარგი თამაში აჩვენა და ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგადაც დაუფასდათ. ”მადრიდელთა” მოუშორებელი ჭირი ინდივიდუალიზმია. გუნდში ყველა თავისთვის თამაშობს. სწორედ აი აქ ჩანს მათი მინუსი. ”ბლაუგრანელები” ზუსტად ამ კომპონენტში ჯობნიან “ბლანკოსს”. ეს ჩემი მოგონილი არ არის და ამას თქვენ ყველანი ხედავთ, რომ ”ბარსა” მოედანზე ერთი დიდი ოჯახივითაა და ერთმანეთს ისინი თვალებით ესაუბრებიან.
პ.ს. იმედია მოგეწონათ. ეს სიახლე სულ 2 ნაწილისაგან შედგება. დანარჩენ ხუთ მიზეზს შემდეგ შემოგთავაზებთ.



