მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი “ბარსელონას” ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირია

მესი “ბარსელონას” ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირია

კატალონიის “ბარსელონას” 24 წლის თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ გოლების რაოდენობით გადაუსწრო “ბლაუგრანას” ლეგენდას, ლადისლაო კუბალას.

 

როგორც მოგეხსენებათ, ლეომ გუშინ, “რასინგის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და “ლურჯ–ბროწეულისფერი” ფორმით თავისი 196–ე გოლი გაიტანა. ეს იმის მანიშნებელია, რომ იგი ახლა “ბარსას” ისტორიაში მეორე საუკეთესო ბობმარდირია.

 

კატალონიური გუნდის მაისურით ყველაზე მეტი გატანილი გოლი აქვს სესარ როდრიგესს. მან 1942 წლიდან მოყოლებული 1955 წლამდე 235–ჯერ აიღო მეტოქის კარი და საბოლოოდ ჩაწერა თავისი სახელი კლუბის ისტორიაში. ასე და ამგვარად არგენტინელ ფეხბურთელს სულ რაღაც 39 შედეგიანი დარტყმაღა აშორებს ესპანური გრანდის საუკეთესო ბომბარდირობამდე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში