მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესმა სუბისარეტას რეკორდი გააუმჯობესა

ვალდესმა სუბისარეტას რეკორდი გააუმჯობესა

კატალონიის “ბარსელონას” გოლკიპერმა, ვიქტორ ვალდესმა გააუმჯობესა ანდონი სუბისარეტას რეკორდი ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმით ჩატარებული მატჩების მიხედვით ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.

 

ვალდესისთვის გუშინდელი შეხვედრა “რასინგის” წინააღმდეგ, 302–ე გამოდგა ლა ლიგაში, როგორც “ბლაუგრანას” მეკარისთვის. ასე და ამგვარად მან გადაუსწრო “ბარსას” ლეგენდას, ანდონი სუბისარეტას, რომელსაც 301 შეხვედრაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, იტყობინება Infostrada Sports.

 

ასევე გეტყვით, რომ ვიქტორს ესპანეთის ნაკრებში 6 თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო კატალონიის ნაკრების ღირსება, მან 11–ჯერ დაიცვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში