”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ბოიან კრკიჩთან მუშაობის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ზაფხულში კარიერი ”რომაში” გააგრძელა.
”ბოინმა გამაკრიტიკა? ერთადერთი რამ, რაც ვიცი არის ის, რომ მან ჩვენთან ერთად შესანიშნავი სამუშაო გასწია. მე მესმის მისი იმედგაცრუება. ვცდილობდი მასზე დახმარებას, მაგრამ მეტის გაკეთება არ შემეძლო”.
”მას დასაბრუნებელი ბილეთი აქვს. 2 წლის შემდეგ ის კვლავ ჩვენთან იქნება. თუკი იმ დროს ”ბარსელონას” მწვრთნელი ვიქნები ბოიანს დავარმწმუნებ და უკან დავაბრუნებ. ვნახოთ, ფეხბურთში 2 წელი ძალიან დიდი პერიოდია” – გვარდიოლას სიტყვებ as ციტირებს.
