ერთგულო ბარსელონისტებო! მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი საოცარი ვიდეო საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაზე”. ვიდეოს სახელწოდებაა – “ბარსელონას 1001 გოლი” და მასში შესულია ბარსელონას მიერ ლა ლიგაში გატანილი ლამაზი გოლები. გოლების ათვლა იწყება 1943-1944 წლების სეზონიდან და მთავრდება მესის მიერ “Copa Del Rey”-ზე “ხეტაფეს” კარში გატანილი შესანიშნავი გოლით… ბოლოს კი ყველამ ერთხმად დიდი მადლობა გადავუხადოთ Ricky-Rubio-ს ასეთი საოცარი ვიდეოს მოწოდებისათვის…!
აღწერა:
ვიდეო შედგება 4 ნაწილისაგან.
თითოეული არის 700Mb-იანი.
სრული ზომა – 2.8 Gb.
ხანგრძლივობა – 4:15:47
ვიდეო მოიცავს მასალას 1943-1944 წლების სეზონიდან 2006-2007 წლების სეზონის ჩათვლით.
