კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გაუკეთა ახლა უკვე “რომას” ფეხბურთელის, ბოიან კრკიჩის ნათქვამს, რომელმაც ისაუბრა “ლურჯ-ბროწეულისფერ” მაისურში გატარებულ წლებზე და თქვა, რომ მწვრთნელი არ აძლევდა საკმარის დროს, რათა გასულიყო მოედანზე და დაემტკიცებინა თავისი ნამდვილი ძალა. ასეთი უხამსი კომენტარის მიუხედავად, პეპმა იგი მაინც შეაქო და 2 წლის შემდეგ მის შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა.
“ბოიანი ყველაფერს აკეთებდა, რათა დახმარებოდა “ბარსელონას”. მე მასზე ძალიან სასიამოვნო მოგონებები დამრჩა. როგორც ყოფილი ფეხბურთელი, კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის პრაქტიკა და მოედანზე გატარებული თითოეული წუთი. რა ვქნათ, ყველა გუნდში არიან სპორთსმენები, რომლებსაც ხშირად უწევთ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. ბოიანი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და აქვს დრო, რათა დაამტკიცოს, რომ ეკუთვნის და შეუძლია “ბარსაში” თამაში. სწორედ ამიტომ, შესაძლოა იგი კვლავ ვიხილოთ აქ დაახლოებით 2 წელიწადში.” -განაცხადა გვარდიოლამ.
