workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” მესუთ ოზილი სურს?

”ბარსელონას” მესუთ ოზილი სურს?

''ბარსელონას'' მესუთ ოზილი სურს?

ესპანური futbolmercado.es იუწყება, რომ ”ბარსელონა” და ”მადრიდის რეალი” დაინტერესებულები არიან გერმანიის ნაკრებისა და ”ბრემენის ვერდერის” ფეხბურთელით მესუთ ოზილით. საერთო ჯამში, მან გაიტანა 13 გოლი 71 მატჩში ”ვერდერისა” და თავისი ყოფილი გუნდის-”შალკე 04”-ის შემადგენლობაში. ოზილი გერმანიის ნაკრებისთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავს და ამის დასტური ისიც გახლდათ, რომ ლიოვმა წაიყვანან ოზილი მუნდიალზე. 
თუ ბრემენელები კმაყოფილნი იქნებიან ოზილის თამაშით მუდნიალზე, ისინი გაზრდიან მის საბაზრო ღირებულებას. ახლა კი ისინი ეცდებიან შეინარჩუნონ ოზილი და გაუგრძელონ კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ოზილი დატოვებს ”ვერდერს”, რამდგან მისით დაინტერესებულნი არიან ”ლივერპული” და ”მანჩესტერ სიტი,” ასევე, როგორც ზევით მოგახსენეთ, მას ორი ესპანური გიგანტი აკვირდება. ეს შესანიშნავი შემტევი ნახევარმცველი მომავალ სეზონში შეიძლება უფრო ძლიერ კლუბში აღმოჩნდეს.

წყარო: TotalBarca.Com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward