ბრაზილიური “სანტოსის” ფეხბურთელმა ნეიმარმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ძალიან უნდა რომელიმე ევროპულ კლუბში თამაში, თუმცა წასვლამდე სურს თავისი სახელი ჩაწეროს ამჟამინდელი გუნდის ისტორიაში.
“რა თქმა უნდა ძალიან მინდა ევროპაში გადაბარგება და რომელიმე გრანდში თამაში, მაგრამ სანამ ამას ვიზამდე, მსურს ისე ვითამაშო, რომ ჩემი სახელი “სანტოსის” ისტორიას შემორჩეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ჩემთვის გამოწვევაა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე “ბარსელონასთან” დაპირისპირება. მსურს დავამარცხო კატალონიელები და დავამტკიცო სინამდვილეში რა შემიძლია.” -ციტირებს ბრაზილიელი ტალანტის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.
როგორც უკვე ნეიმარის კომენტარისგან გაიგეთ, კატალონიის “ბარსელონა” კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე “სანტოსს” დაუპირისპირდება.
