– როგორი ურთიერთობა გაქვს ჟოან ლაპორთასთან?
– კარგი, ისევე როგორც ყველა ყოფილ პრეზიდენტთან. მასთან ერთად გუნდმა ტიტულები მოიგო, ის კარგი პრეზიდენტი იყო.
– როსელთან?
– ასევე კარგი ურთიერთობა. მაშინაც კი, როცა ტრავმის გამო ვერ ვთამაშობდი მასთან ურთიერთობა მქონდა.
– ორშაბაშს თქვენ მოწმე უნდა იყოთ სასამართლო პროცესში ლაპორტასა და უზბეკელ აგენტ, ბაირამ ტუტუმლუს შორის. მისცემთ ჩვენებას?
– არა. ყველაფერზე ჩემი აგენტი, რამონ სოსტერსი მუშაობს.
– არ ნანობთ, რომ ამ ქვეყანაში გაფრენას დათანხმდით?
– არა. არსად გამგზავრებას არ ვნანობ.
– შევცვალოთ თემა. თქვენ გაღიზიანებენ ჟურალისტები, რომლებიც გასახდელში ფეხბურთელთან სასაუბროდ შესვლას ცდილობენ?
– ვფიქრობ, რომ მათ უფრო წყნარად უნდა იმუშაონ. ზოგიერთი მათგანი ცდილობს საკუთარი შეხედულებით დაწეროს ნათქვამი. სურთ ახალი თემები მოიგონონ… საჭიროა გაიგონ, რომ გასახდელში ჩვენ ვმუშაობთ, ვსაუბრობთ თამაშის სტრატეგიაზე. პრესასთან საუბრებისთვის გამოყოფილია ადგილი.
– ერთ-ერთი უკანასკელი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან სასაუბროთ მხოლოდ სამი ფეხბურთელი მივიდა…
– დაწრმუნებული ვარ, რომ მალე ეს პრობლემა მოგვარდება. შევეცდებით მეტი ინტერვიუ მოგცეთ.
– კარგი. ბოლო დროს ძალიან აქტიურად სარგებლობთ ტვიტერით…
– ეს გართობაში მეხმარება, იქ დროს კარგად ვატარებ. კარგი საშუალებაა ადამიანებთან სასაუბროდ.
– როგორ უყურებთ იმას, რომ პაპარაცებისთვის სასურველი ობიექტი ხართ?
– ცუდად. მე ეს არ მომწონს. ვცდილობ უბრალოდ ნორმალურად ვიცხოვრო, მაგრამ ხანდახან ეს პრაქტიკულად შეუძლებელია…
