ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა, განაცხადა, რომ კმაყოფილია ჰოლანდიურ გრანდში და ჯერჯერობით არ აპირებს სამწვრთნელო კარიერაში ცვლილებების განხორციელებას.
“მე “აიაქსში” მუშაობა კიდევ 10 წლის განმავლობაში მსურს. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ზოგჯერ არის მომენტები, როცა ჩვენ ქულებს ვკარგავთ და მგონია, რომ გუნდზე კონტროლს ვკარგავ, თუმცა საჭირო მომენტებში ყოველთვის ვიმარჯვებთ და ვაღწევთ წარმატებას. ახლა “ბარსელონადან” რომ დამირეკონ და მითხრათ მოდი იმწვრთნელეო, მაინც არ დავტოვებ ამსტერდამს. ჩემი ოჯახი ჰოლანდიაში თავს კარგად გრძნობს და ნამდვილად არ მსურს კიდევ ერთხელ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.” -ციტირებს ყოფილი ფეხბურთელის სიტყვებს Voetbal International.
შეგახსენებთ, რომ დე ბური “ბარსელონას” ღირსებას 5 წლის მანძილზე იცავდა (1998-2003).
