როგორც იცით, გავლენიანი გაზეთი Forbes, აქვეყნებს ძალიან საინტერესო სტატისტიკას, სადაც საუბარია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ ბრენდებზე. პირველ ადგილზე ამ დრომდე გახლდათ “მანჩესტერ იუნაიტედი”, თუმცა მას ლიდერობა ამერიკულმა ბეიზბოლის კლუბმა, “ნიუ იორკ იანკიზმა” წაართვა. მათ 2007 წლის შემდეგ 57% მოგება ნახეს. კატალონიის “ბარსელონა” კი მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
10 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდი (თანხა მითითებულია ევროებში):
1. “ნიუ იორკ იანკი” – 340 მლნ.
2. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 269 მლნ.
3. “რეალ მადრიდი” – 264 მლნ.
4. “დალას კოვბოიზი” – 193 მლნ.
5. “ბაიერნი” – 179 მლნ.
6. “ბოსტონ რედ სოკსი” – 173 მლნ.
7. “ბარსელონა” – 172 მლნ.
8. “არსენალი” – 158 მლნ.
9. “მილანი” – 147 მლნ.
10. “ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი” – 146 მლნ.