მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკო: “ვიცოდი მესის შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ის მაინც მაოცებს”

დეკო: “ვიცოდი მესის შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ის მაინც მაოცებს”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ბრაზილიური კლუბის, “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავს, დეკომ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ლიონელ ანდრეს მესის, მიმართ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ამას გარდა, პორტუგალიელი გაოცებულია “ბარსელონას” თამაშით: “აბსოლუტურად შესაძლებელია ითქვას, რომ კატალონიის “ბარსელონა” ყველა დროის საუკეთესო კლუბია ფეხბურთის ისტორიაში. ამას გარდა, მესი არის უნიკალური ფეხბურთელი, ნამდვილი მასტერი. როდესაც ლეომ პირველად დაიწყო პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში, ყველამ დავინახეთ მისი შესაძლებლობები და თამაშის ხარისხი, მაგრამ ის, რასაც არგენტინელი აკეთებს მოედანზე, მეც კი მაოცებს”. დაასრულა დეკომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში