პეპ გვარდიოლას ძმამ და “ჟირონას” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პერე გვარდიოლამ ორიოლ რომეუს “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:
თუ “ბარსას” ჩვენთვის კარგი უნდა, რომეუს არ წაგვართმევს. ახალ სეზონს მასთან ერთად ვგეგმავთ.
17-18 დღის წინ სიტუაციის გასარკვევად მატეუ ალემანის ვესაუბრე, 2 დღის შემდეგ კი ერთმანეთს შევხვდით.
პირველივე დღიდან ვთქვით, რომ ახალი სეზონისთვის რომეუს “ჟირონას” გეგმებშია. ორიოლს ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს.
პრობლემები “ბარსელონასთან”? არა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, რომეუ “ბარსელონას” სულ უფრო და უფრო უახლოვდება. კატალონიური გრანდი მის აგენტს 2+1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ახლა “ბარსა” “ჟირონას” უნდა შეუთანხმდეს.
ჩავი ერნანდესს სურს, ორიოლის ტრანსფერი აშშ-ში გამგზავრებამდე შედგეს.




ვის რაში უნდა ეგ რომეუ დაიტოვეთ
თუ პეპეს და ამასაც ბარსელონასთვის კარგი უნდათ დაიტოვეთ ეგ ჩვენი გაზრდილი რომეუ და პეპმა სამაგიეროდ ვინმე გამოუშვას სიტიდან ბარსელონაში თუ ვინ ეს ჩავის კითხეთ, მაგას გრძელი სია ექნება და რო მიუშვათ ნახევარ სიტის წამოიყვანს პოსლეზე.
გულწრფელად შემეცოდა. სჯობს თუნდაც ჯგუფიდან ვერ გავიდეთ, ვიდრე მისი დახმარებით (თუმცა ამის შანსი ისედაც ცოტაა). არ ღირს ურთიერთობის დანგრევად, პირადი ეგოისტური მიზნების მისაღწევად მითუმეტეს როცა ასეთ ფეხბურთელზე და სხვა კატალონიურ კლუბზეა საუბარი.
მარტო თქვენთვის კი არა ჯიგარო ბარსასთვისაც თუ კარგი უნდათ არ წაგართმევთ😉
ისრ ამათ კაცი როგორ უნდა წაართვა, ჟირონასთვის რაღაცას ნუშნავს რომეუ, ბარსამ ტყუილა უნდა იყიდოს, მაინც სკამზე გაახმობს ისე როგორც კესის, ჯობია სხვა იყიდონ.
აგერ კაცი მართალს გეუბნებათ და ამას მაინც მოუსმინეთ
ებიჯო ისედაც არ გვინდა 31 წლის კაცი და მითუმეტეს ჯიგრები გულით გვთხოვენ, ჯობია მივანებოთ ამ დიად ფეხბურთელს თავი და ვიღაც ამრაბატი ან ბერნანდუ მოვათრიოთ, რა ვწნათტ დათმობაზეა წასვლა საჭირო😔
ურთიერთობა თუ დგას სასწორზე არ იყიდონ საერთოდ
ჟირონა ყოველთვის ბარსას მეგობარი კლუბი იყო ისტორიულად ახლაც ასეა და ამ 35 წლის რომეუს გამო არ ღირს სიტუაციის დაძაბვა რო რამე მართლა სერიოზული ტალანტი იყოს ვინმე ჟირონა პირველი ჩვენ შემოგვთავაზებდა..
ნეტა დაუჯერონ და ჟირონას დაუტოვონ