მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი 6 თვეს ლაზარეთში გაატარებს ოპერაციის შემდეგ

აფელაი 6 თვეს ლაზარეთში გაატარებს ოპერაციის შემდეგ

იბრაჰიმ აფელაის ოპერაციამ დღეს წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები 22 სექტემბერს გაიწყვიტა.

რამონ კუგატმა და რიკარდ პრუნამ იბრაჰიმ აფელაის დღეს ოპერაცია ჩაუტარეს. ”ფეხბურთელს ოპერაცია 10 დღის შემდეგ ჩავუტარეთ, რადგან ცოტა მოცდის გადაწყვეტილება მივიღეთ. ფეხბურთელს ძლიერი ტკივილები აწუხებდა და ხანხადან სისხლდენაც ხდებოდა. გაყინვის შემდეგ ჩვენ ართროსკოპია ჩავატარეთ” – განაცხადა კლუბის ექიმმა, რიკარდ პრუნამ.

”ფეხბურთელს ართროსკოპია ჩავუტარეთ, რის შემდეგაც დადასტურდა ჯვარედინი მყესის სრული გაწყვეტა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელი პალატაში ისვენებს. ოპერაცია 50 წუთს გაგრძელდა, იბრაჰიმი კლინიკაში 5 დღეს გაატარებს” – განაცხადა რამონ კუგატმა.

ფეხბურთელის გამოჯანმრთელების თარიღთან დაკავშირებით რამონ კუგატმა განაცხადა, რომ ”სანამ იბის ტკივილები და დისკომფორტი ექნება მკურნალბას კლინიკაში გააგრძელებს. 6 დღის შემდეგ მას მოხსნიან დამაფიქსირებელ სახვევებს და მოძრაობას შეძლებს”.

კუგატმა ასევე დაადასტურა, რომ ფეხბურთელი მოედანს დაახლოებით 6 თვეში დაუბრუნდება: ”6 თვის შემდეგაც ის 100%-ით მზად არ იქნება, რადგან მყესების სრულ შეკავშირებას 2 წელი ჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელს 2 წლის მანძილზე თამაშის უფლება არ ექნება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში