მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უნდა დაენიშნა, თუ არა მსაჯს პენალტი

უნდა დაენიშნა, თუ არა მსაჯს პენალტი

ესპანელი მსაჯების გადაწყვეტილებები ყოველთვის გარჩევის საგანია. მაყურებლები მათ არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ, რაც გარკვეულწილად საფუძველს მოკლებული არაა. ხშირია შემთხვევები, როცა მსაჯების მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები თამაშის მსვლელობას ცვლის და რიგ შემთხვევებში საბოლოო ანგარიშზეც აისახება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გასულ სეზონში, 28-ე ტურში, “სევილიასა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში, არბიტრმა კატალონიელებს, კერძოდ კი მესის, 100%-თ წესების დაცვით გატანილი გოლი გაუუქმა, რის შედეგადაც ქვეყნის ჩემპიონმა ჯამში 2 ქულა დაკარგა.

 

გუშინ გამართულ მატჩში, სადაც ერთმანეთს ხიხონის “სპორტინგი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ, სტუმართა საჯარიმოში წესები დაირღვა მესის წინააღმდეგ, თუმცა მსაჯს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. მართალია, საბოლოო ჯამში კატალონიელებმა მაინც იმარჯვეს, თუმცა დღეს ესპანური პრესა აჭრელებულია აღნიშნული თემის გარშემო დაწერილი სტატიებითა და ფოტოებით.

 

ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ თუ მესი იქცევა, ესეიგი მის წინააღმდეგ აუცილებლად ირღვევა თამაშის წესი. “არ დამინახავს გუშინ რა მოხდა, ვინაიდან შორს ვიდექი, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თუ მესი იქცევა, ესეიგი მის წინააღმდეგ აუცილებლად არღვევენ თამაშის წესებს.”

 

Sport და elmundodeportivo ამტკიცებენ, რომ კატალონიელთა “10”-ანის წინააღმდეგ “სპორტინგელებმა” საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშეს და მესი წააქციეს, რაზეც არბიტრს რეაგირება უნდა მოეხდინა და პენალტი დაენიშნა მასპინძელთა კარში. marca და as კი თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ მართალია, მესი წააქციეს, თუმცა აღნიშნული წესების დარღვევა ვერანაირად ვერ გახდებოდა 11 მეტრიანის დანიშვნის საწინდარი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში