მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სპორტინგი”–”ბარსელონა”   მატჩის პრევიუ

“სპორტინგი”–”ბარსელონა” მატჩის პრევიუ

 

ახალი ამბები: 
    “სპორტინგმა” პარასკევს დახურული ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ესპანური პრესის ცნობით მანოლო პრესიადოს უკვე გადაწყვეტილი აქვს ვის ათამაშებს ძირითად შემადგენლობაში.

“ბარსას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა დღეს იგი მაინც არ იქნება შემადგენლობაში. გუნდს გამოაკლდა ფრანსესკ ფაბრეგასიც. გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა მცირე ტრავმის შემდეგ, რომლიც მან ჩემპიონთა ლიგაზე მიიღო, განცალკევებით ივარჯიშა.

 

მწვრთნელთა  ფრაზები:

მანოლო პრესიადო: “წინა სეზონებში “ბარსამ” აქ 1:6 და 0:1 იმარჯვა, შარშან კი ფრე ვითამაშეთ. დღეს კი ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეტებთ იმისთვის, რომ მესი და მისი თანაგუნდელები შევაჩეროთ”.

ხოსეპ გვარდიოლა: “იმედი მაქვს ჩემი გუნდი სულისკვეთებას არ დაკარგავს და ისე ითამაშებს, როგორც ბელორუსში. ვიცი რასაც გრძნობენ ჩემი ბიჭები და დღეს ვეცდებით მორიგი 3 ქულა მოვიპოვოთ”.

 

სტატისტიკა:

“სპორტინგი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 80–ჯერ შეხვდნენ, აქედან ხიხონელებმა 17–ჯერ იმარჯვეს, კატალონიელებმა 47–ჯერ.

ბოლო 13 მატჩიდან ამ მეტოქესთან “ბარსას  “არ წაუგია: 11 მოგება და 2 ფრე.

ასტურიელებმა კატალონიელებს ბოლოს 1994/95 წლებში მოუგეს.
“სპორტინგს” ყველაზე მეტი ბურთი აქვს “ბარსასგან” გაშვებული (165)
ხიხონელებმა ყველაზე მეტი ბურთი გაუშვეს თავური დარტყმების შედეგად მიმდინარე ლა ლიგაში (4)
“ბარსას” გასვლითი შეხვედრა ჯერ არ მოუგია პრიმერაში, წინა ორივე შემთხვევაში მათ 2:2 ითამაშეს
გვარდიოლას გუნდს ყველაზე მეტი ბურთი აქვს გატანილი მატჩის პირველ 15 წუთში (7)

ლეო მესის “ბარსას” 22 გოლიდან 13–ში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი, 5 საგოლე პასი)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში