მწვრთნელმა გაიხსენა ”ელ მოლინონზე” ჩატარებული უკანასკნელი მატჩები და შეგვახსენა მომავალი მატჩის სირთულეების შესახებ. მან ასევე დაიცვა პრესიადო და განაცხადა, რომ მიღწევების გამო მას არ გაათავისუფლებენ.
”ბარსას” მწვრთნელმა მანოლო პრესიადო დაიცვა, რომლის გუნდის უკანასკნელ ადგილს იკავებს პრიმერაში: ”მას არ მოხსნიან, რადგან თუკი ვინმემ რამე გააკეთა ”სპორტინგისთვის” ეს პრესიადო იყო”.
გვარდიოლას შეახსენეს, რომ მის პირველ სეზონში ”ელ მოლინონზე” სათამაშად პირველ ორ ტურში მხოლოდ 1 მოპოვებული ქულით ჩავიდა. მაშინ მანოლო პრესიადომ დამწყები მწვრთნელი დაიცვა: ”პრესიადომ ”სპორტინგი” პრიმერაში გადმოიყვანა და ყოველთვის ნახულობდა გამოსავალს რთული ვითარებიდან. პირველ წელს, როცა მისი გუნდი პრიმერაში ამოვიდა საწყის 4 ტურში 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ გუნდი არ გავარდა” – შეგვახსენა პეპმა.
შეგვახსენა ”ელ მოლინონზე” გამართულ უკანასკნელ მატჩებზე
გვარდიოლამ ”ელ მოლინონზე” შექმნილ რთულ სიტუაციებზე ისაუბრა, რომელიც ”ბარსასთვის” ურთულესი სტადიონია: ”ეს ლა ლიგაში ერთ-ერთი ურთულესი სტადიონია ჩვენთვის. პირველი წლის შემდეგ ისინი ყოველთვის გვიქმნიან პრობლემებს როგორც შინ, ასევე ”კამპ ნოუზე” – აღნიშნა მწვრთნელმა.
სესკის ტრავმა
სესკ ფაბრეგასის ტრავმა, რომელიც უკვე კუნთის ტრავმის მე-6 შემთხვევაა მიმდინარე სეზონში გუნდისთვის სირთულეს წარმოადგენს 3-4-3 ტაქტიკის გამოყენებისთვის, რომელიც ”არსენალის” ყოფილი კაპიტნის გადმოსვლის შემდეგ გამოიყენება.
”სესკი 3-4-3 ტაქტიკით თამაშში გვეხმარება, რადგან მისი სტილი ჩვენისგან განსხვავდება, მაგრამ ჩვენ მის გარეშეც შეგვიძლია თამაში. სესკი განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი დაკარგვა გარკვეულ წინააღმდეგობას გვიქმნის, ისევე როგორც აფელაის, ანდრესის და ალექსისის შემთხვევაში” – ახსნა პეპმა.
ოპტიმიზმი
გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სესკის ტრავმა ”სერიოზული არ არის და მის დაბრუნებას 2-3 კვირაში ველოდებით. მთავარია, რომ სრულად გამომჯობინდეს” – აღნიშნა მწვრთნელმა.
”სესკმა ძალიან სწრაფად გაიარა ადაპტაცია და თამაშის წარმართვის ბევრ ვარიანტს გვთავაზობს, რადგან ის ძალიან მობილურია, შეუძლია სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. გრძობს სად ჩნდება სივრცეები, ასევე მუშაობს, გააქვს გოლები, შედის საჯარიმოში, მაგრამ გუნდში პირველ წელს ყოველთვის ახლავს სირთულეები. ამ ინფორმაციით ნაწყენი ვარ” – გვამცნო მწვრთნელმა.
მწვრთნელმა დიდი მნიშვნელობა არ მიაქცია კუნთის ტრავმებს, რომლებიც გუნდს მრავლად აქვს მიმდინარე სეზონში: ”კუნთის ტრავმები ხშირია ფეხბურთში. ჩვენ ვცდილობთ შეცდომების შემცირებას და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს. სტატისტიკურად შარშანაც ამ რაოდენობის ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა” – ახსნა მწვრთნელმა.
სანჩესს არგენტინაში გამგზავრების ნებართვა არ აქვს
გვარდიოლამ გვამცნო, რომ კარლეს პუიოლი სრულად განიკურნა მინსკში მიღებული ტრავმისგან და მან აგვიხსნა, რომ ჩილელი ალექსის სანჩესი სამშობლოში ტრავმის მოშუშებისთვის გაემგზავრა, სადაც მას კლუბის ფიზიოტერაპევტი გაყვა.
ნებისმიერ შემთხვევაში ”ბარსას” თავკაცმა ახსნა, რომ ალექსის ”ნებართვა არ მიუღია არგენტინაში, ნაკრებთან ერთად გასამგზავრებლად. გეგმა იმაშია, რომ ჩილელი რამდენიმე დღეს გაატარებს დედასთან და ოჯახის წევრებთან ერთად”.
”მნიშვნელოვანი იყო, რომ თავდაირველად ის ბარსელონაში ყოფილიყო, ახლა კი მას აღდგენითი ვარჯიშების ჩატარება ჩილეშიც შეუძლია” – აღნიშნა პეპმა.
გამარჯვება მინსკში გასამართლებელი საბუთი არ არის
მწვრთნელს იმედი აქვს, რომ გუნდი გასვლით მატჩებში მოუგებელ სერიას შეწყვეტს: ”პრიმერაში გასვლითი მატჩების მოგება ვერ შევძელით. ეს რთული მატჩები იყო. ახლა კი წინ კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის”.



