I განყოფილება. ფიქრები განვლილ თვეზე…
მე ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ სეზონის დაწყებას. საერთოდ, როგორც წესი, აგვისტოს თვე ჩემთვის ძალიან ძნელად “გადასატანი” თვეა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა. აი თითქოს უკვე მალე დაიწყება საყვარელი გუნდის თამაშები, ელოდები მაგრამ ძალიან ნელა გადის დღეეები. შემდეგ კი იყო პრიმერას ბოიკოტი. მოკლედ ყველაფერი ჩვეულებრივ, ანუ რთულად იყო აგვისტოში.
მაგრამ, ასე თუ ისე, დადგა ნანატრი დღეც. “ბარსელონას” პირველად თამაშობს პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში. მეტოქე საკმაოდ სერიოზული იყო–”ვილიარეალი”, რომლისთვისაც “კამპ ნოუზე” უნდა გვემასპინძლა. არ ვაპირებ მატჩის აღწერას…მოკლედ რომ ვთქვათ, “ბარსამ” მიიღო “ვილიარეალი” და აქტივში პირველი, დამსახურებული “მანიტაც” ჩაიწერა. 1 კვირის შემდეგ იყო გასვლითი მატჩი სან–სებასტიანში. ვინც მატჩს უყურა, დამეთანხმება კატალონიელებს ცოტა ზედმეტი მოუვიდათ. “სოსიედადს” 12–ე წუთზე უკვე 2:0 ვუგებდით, ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ მატჩი უკვე მოგებული იყო და ამის გამო სასტიკად დაისაჯნენ. როდესაც “ბარსას” ფეხბურთელები გამოფხიზლდნენ უკვე ძალიან გვიანი იყო. მოკლედ იმ ღამითვე დავივიწყეთ ეს თამაში და მშობლიურ “კამ ნოუზე” დაბრუნდა გუნდი, სადაც “მილანისთვის” უნდა ემასპინძლა. ყველასთვის მოულოდნელად ისევ 2:2 და გულშემატკივარიც ცოტა გაბრაზდა: “რა არის ეს? რა დაემართათ ბიჭებს? ნუთუ ჩვენი უკუსვლა დაიწყო?”– ასეთი იყო “კულეთა” რეაქცია. თუმცა ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ “მილანი” იქნებოდა ერთადერთი გუნდი სექტემბერში, რომელიც 5 ბურთზე მეტს არ გაუშვებდა “კამპ ნოუზე”.
2 ფრის შემდეგ ბევრი საზრუნავი ჰქონდა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს. შემდეგი მატჩიც იმის უტყუარი დასტური იყო, რომ გუნდმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. როგორც იტყვიან, კატალონიელები საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. მოკლედ: 8:0 “ოსასუნასთან”. ამ მატჩის შემდეგ იყო სტუმრობა “მესტალიაზე” და ისევ 2:2. თუმცა ეს შედეგი არ ჰგავდა წინა მატჩის შედეგს. “ვალენსია” მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში დაფრინავდა მოედანზე, “ბარსაც” გაძლებაზე იყო. გაუძლო თუ არა, ეს თქვენ განსაჯეთ. ორივე გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, რის გამოც მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი მათ, ამ ზეიმის ჩუქებისთვის. შემდეგ იყო ისევ “მანიტა” მადრიდულ გუნდთან. კატალონიელებმა “ატლეტიკო” გაანადგურეს. “ბლაუგრანას” თამაში ძალიან ახლოს იყო ხელოვნებასთან, ის რაც ხდებოდა “კამპ ნოუზე” კი ზღაპარი იყო. თბილი და “ბარსას” ფანებისთვის კარგად დასამახსოვრებელი სექტემბერი “ბატესთან” მატჩით დასრულდა. რა გითხრათ ახალი? როგორც იტყვიან: რითაც დავიწყეთ, იმით დავამთავრეთ. ისევ 5:0, ისევ ემოციების ზღვა და “ლურჯ–ბროწეულისფერი” სამოთხე.
II განყოფილება. სტატისტური მონაცემები სექტემბერში:
– “ბარსელონამ” 7 მატჩი ჩაატარა.5 ჩემპიონატში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე ( მოწინააღმდეგეები: “ვილიარეალი”, “სოსიედადი”, “მილანი”, “ოსასუნა”, “ვალენსია”, “ატლეტიკო”, “ბატე”)
– 4 მატჩი “ბარსას” მეტოქეთა განადგურებით დასრულდა, 3 მატჩი კი–ფრედ (2:2)
– გატანილია 29 გოლი (საშუალოდ 4,1 მატჩში)
– კატალონიაში გუნდმა 20 გოლი გაიტანა, სტუმრად–9.
– გაშვებულია 6 გოლი( 2 სახლში, 4 გასვლით შეხვედრებში. 0,86 საშუალოდ)
– ყველაზე მეტი წუთი მოედანზე გაატარეს(ვალდესის გარდა):
ლეო მესი–838 წუთი
დანი ალვესი–810 წუთი
ხავიერ მასკერანო–810 წუთი
თვის საუკეთესო მოთამაშეა…ლეო მესი…არგენტინელმა 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.ის გახდა კლუბის მთავარი ბომბარდირი და მეპასე სექტემბერში.
თვის მოვლენა რა თქმა უნდა, ლეოს მიღწევაა. “ბატესთან” შესრულებული დუბლის შემდეგ, იგი კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა შორის, ლადისლაო კუბალასთან ერთად მე–2 ადგილზეა, მის ანგარიშზე 194 გოლია 24 წლის ასაკში.
III განყოფილება. თვის საუკეთესო გოლი:
ვფიქრობ მაყურებელთა და კომენტატორის რეაქცია აშკარას ხდის ამ გოლის საუკეთესოობას. უყურეთ და ისიამოვნეთ კიდევ ერთხელ.
მაშ ასე, თვე დასრულებულია, პერიოდი დახურული. მადლობას ვუხდი საიტს: Sports. ru. საიდანაც ეს სტატია ითარგმნა. სულ ესაა, გმადლობთ ყურადღებისთვის…



