ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ლა ლიგამ “ბარსელონას” მიერ ლიონელ მესის დასაბრუნებლად წარდგენილ გეგმას მწვანე შუქი აუნთო.
გეგმა სახელფასო ხარჯების შემცირებას გულისხმობს, რასაც კლუბმა ფეხბურთელების გაყიდვითა და ხელფასების შემცირებით უნდა მიაღწიოს. ახლა ჯერი “ბარსაზეა”, რომელმაც გეგმა უნდა შეასრულოს.
ტონი ხუანმარტი დასძენს, რომ “ბარსელონამ” შეამჩნია, რომ ბოლო პერიოდში მესის გარემოცვა კლუბის სიტუაციით აღარ ინტერესდებოდა, რაც მხარეებს შორის დისტანცირების მანიშნებელია.
როგორც ჟერარ რომერო იტყობინება, 35 წლის ფეხბურთელის გარემოცვის ზოგიერთ წევრს, ფინანსური პირობების გამო, ლეოს “ალ ჰილალში” ხილვა სურს, თუმცა მესისა და საკუთარ ოჯახს “ბარსელონაში” დაბრუნება ურჩევნია.

ანუ თუ არაბეთს მოინდომებს? არა მგონია, ლეო ნეიმარი არ არის რო თავის ჭკუაზე არ იაროს და დედიკოს და მამიკოს რჩევებს უსმინოს თუ სად ურჩევნია თამაში. და საერთოდ რა მოდა შემოვიდა ეს ახლობლების სპორტსმენის საქმეებში ჩარევის. ნეიმარმა რაც დაიჭირა კი ვნახეთ და არც მესი გაბედნიერებულა მაინცდამინც პსჟ-ში
კიდევ კარგი რომ ეს რომერო არსებობს, თორემ პრესა და ჩვენც საერთოდ ინფორმაციის გარეშე დავრჩებოდით. ეგ რომერო ასეთი გზით ფულს შოულობს, აქვეყნებს ყველაფერს რაც ტყუილია და მართალი და თუთიყუში მწერლებიკიდევ ავრცელებენ. თუ საქმე ხელფაების შემცირებას და ფეხბურთელების გაყიდვას ეხება, ეგ შუქი ძალიან დიდი ხანია ანთებულია და შუქი მწვანე კი არ არის, წითელია. რა არის ამაში ახალი? თუ ბარსა შეამცირებს ხარჯებს, ლა ლიგა რომც გასკდეს ხელს ვერ შეუშლის. უფრო ჯობია იმ რომეროს ჰკთხოთ იქნებ რაიმე იცის, როგორ აპირებს ბარსა ამ საკთხის მოგვარებას. ჯერ მარტო ვიღაცეების ვითომ შეძენაზეა ლაპარაკი და არა გაყიდვაზე….
რა ემოციები იქნება მეფის დაბრუნების დროს სტადიონზე პირველ თამაში🙃გადაივსება სტადიონი და მის ირგვლივ ყველაფერი
დავაი აბა. ბოლომდე უნდა იბრძოლონ ამ კაცის დასაბრუნებლად, ალ ჰილალი არა ტოლმა. ადრეა ჯერ არაბეთში წასვლა ლეოსთვის, მერე დაიწყებენ წარაკუა მადრიდისტები რონალდუმ 37 წლამდე ევროპაში ითამაშა და ჯუჯა მესი კიდე 35 წლის ასაკში მოტყდა შეიხების გუნდშიო.
აჰა ეგ არი ეხლა ბარსამ უნდა იყოჩაღოს და ზაფხულში ისევ გაიტანს ბარსასთვის მესი ❤️
ჰე ეხლა დროულად შეასრულეთ ეგ გეგმა და არ გაწელოთ პაჭიკოს გარმონივით.
Marto toni juanmartim kiara dzaan bevrma tqva, 100 milionis gayidvebj chirdeba saswrafod barcaso da raphiniasa da fatis gasxvisebaze chalichi daiwyeso. Messis kide mwvane aqvso … Kargad midis jer saqme…
იმის გარდა, რომ ამ ტრანსფერით ბარსა იხეირებს, უზარმაზარ კომერციულ მოგებაზეა საუბარი, რასაც ლა ლიგა ლეოს დაბრუნებით მიიღებს, ასე რომ, ეს დაბრუნება ორივე მხარის ინტერესებში შედის, მთელ ლა ლიგას წაადგება, რეალის გარდა ;)))